Friday, August 1, 2014

პროექტის მსვლელობა

       მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაგვანახვა მწვანე საფარის აუცილე-ბლობა, რასაც მოჰყვა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციიც შექმნა.ასევე ეროვნული- პარკების, ნაკრძალების, არკვეთილების და ა.შ. შექმნა.
      მსოფლიოს გარემოსდამცველებმა მიიღეს არაერთი კონვენცია თუ დეკლარაცია, რითაც განისაზღვრა ბუნების ცალკეული სახეობების სტატუსი. ამ მხრიბ არც საქართვე-ლოა გამონაკლისი. ჩემი პროექტის მიზანიც სწორედ საქართველოში არსებული დაცუ-ლი ტერიტორიების შესწავლა წარმოადგენს. ამჯერად დავიწყებთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკით. მოსწავლეებს წარვუდგენ ზოგად კითხვას: " რა არის ეკოსისტემა და რატომ უნდა ვიზრუნოთ მასზე?" ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ დაეხმარება პროექტის განხორციელება პასუხები გასცენ მთავარ კითხვას. თუ როგორ იმუშაონ თემატურ და ზოგადა კითხვებზე და პარალელურად როგორ შეაფასონ ან გააცნობიერონ ეკოსისტემის დაცვის საკითხები.
        ამის შემდეგ შევავსებთ დიაგრამას ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე, რომელიც დამე-ხმარება განვსაზღვრო მოსწავლეთა ცოდნის დონე აღნიშნული საკითხის შესახებ. ვთხოვ მოსწავლეებს დასახონ სამოქმედო გეგმა და აწარმოონ დაკვირვების დღიური.
      მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის და სახელმძღვანელოს სასულე-ბით; მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციის გააანალიზებას და ორგანიზებას;შეაფასებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ; წარმო-ადგენენ პრეზენტაციას შერჩეული აუდიტორიისათვის და გააკეთებენ პროგნოზებს გრა-ფიკების, ცხრილების, რუკების საშუალებით გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობების შესახებ და დავსახავთ სამოქმედო გეგმას;თუ რა სეგვიზლია გავაკე-თოთ ომისათვის, რომ ცოცხალი სამყაროს ცალკეული სახეობები შევინარჩუნოთ.

1 comment:

  1. ეკა, მართლა მომეწონა შენი პროექტი, წარმატებებს გისურვებ მისი განხორციელების საქმეში, გისურვებ ჭეშმარიტი ბუნებისდამცველების აღზრდას!

    ReplyDelete